აუზის შიდა მოპირკეთება

როგორც წესი საცურაო აუზის შიდა მოპირკეთება სრულდება ლაინერის ან მოზაიკის საშუალებით.

რატომ ლაინერი?

ლაინერის საშუალებით ნებისმიერი ტიპის საუცრაო აუზის შიდა მოპირკეთება არის შესაძლებელი. მისი გაკვრა ხდება დამცავი ჯეოტექსტილის შემდეგ. მისი სტანდარტული სისქეა: 0,8 მმ; 1,5 მმ; 2,0 მმ.

ლაინერის უპირატესობები:

  • ანტიბაქტერიული;
  • უძლებს -60°დან +60° ტენიანობას
  • 100%-ით უშლის ხელს აუზში წყლის გაჟონვას
  • დაცულია მზისგან გახუნებისა და მექანიკური დაზიანებისაგან
  • ხდება სწრაფი მონტაჟი
  • არის მარტივი მოსავლელი
  • მისი გამოცვლა საჭიროებს მცირე ძალისხმევას
  • აქვს ფერისა და ფორმის ფართო არჩევანი
  • გარანტია 10 წელი

 

რატომ მოზაიკა?

მოზაიკის საშუალებით მხოლოდ ბეტონის ტიპის აუზის მოპირკეთება არის შესაძლებელი. ბეტონის კედელზე ჰილდროიზოლაციისა და ბეტეკის შემდეგ ხდება მოზაიკის ფილების გაკვრა.

მოზაიკის უპირატესობები:

  • გამოიყენება შიდა და გარე მოპირკეთებისათვის
  • აქვს სხვა დანიშნულება (შადრევნების და აბაზანების მოპირკეთება)
  • არის მარტივი მოსავლელი
  • უძლებს -40°დან +40° ტენიანობას
  • აქვს ფერისა და ფორმის ფართო არჩევანი
  • მასალა: შუშა და ფაიფური
  • სტრუქტურა: ბადე და სილიკონი
  • გარანტია 2 წელი

მოზაიკის მონტაჟი საჭიროებს 7-10 დღეს. ხოლო მისი გაახლება ან გამოცვლა მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

 

ფოტოზე წარმოდგენილია ლაინერით და მოზაიკით მოპირკეთებული აუზები.

× How can I help you?